04:56 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 17:57:43, 682 ნახვა

Lifestyle
ვაჟა ბერიძე: როდის გაისვრის თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სათაურით, – „როდის გაისვრის თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია“.

„საარჩევნო ბლოკი ,,თავისუფალი დემოკრატები“, ,,რესპუბლიკელები“, ბურჭულაძე, ,,ნაციონალები“ ფაქტობრივად სახეზეა და სცენარი ისევ ივანიშვილისაა - ,,შუა უნდა გაიკრიფოს“. ოღონდ ამჯერად შუანი სერიოზულ ძალად მოგვევლინებიან, თუ ამ ბლოკს დააფიქსირებენ და დაძლევენ პიროვნულ შეუთავსებლობას ცალკეულ ლიდერებს შორის. ,,კაბელების საქმემ“ სერიოზული ბიძგი მისცა პროცესებს, რასაც, ვფიქრობ, ივანიშვილი არ ელოდა.

და ეს აბსურდული პოლიტიკური სივრცისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ძალიან კარგია.

იქნებ მმართველ ძალას - ივანიშვილს და მის გუნდს - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ღირსეული (ძლიერების თვალსაზრისით) კონკურენტი გამოუჩნდეს.

,,ლეიბორისტები“ ალბათ არც ერთ ძალასთან არ ითანამშრომლებენ - შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ამბიცია ამას გამორიცხავს.

და თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ შეძლებს ბურჯანაძესთან და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გაერთიანებას, არენაზე მეოთხე სერიოზული აქტორი გამოჩნდება, რაც არჩევნებს კონკურენციის თვალსაზრისით სრულფასოვანს გახდის.

თუმცა სხვა სუბიექტებიც ანგარიშგასაწევნი არიან.

ამ შემთხვევაში ,,მარიონეტების თეატრი“ - რაც დღეს საქართველოა , ჯანსაღი კონკურენციის არენად იქცევა, მიუხედავად ამერიკელების და რუსების ძველისძველი და მუდმივი მცდელობისა - მხოლოდ თავიანთი ფავორიტები დამონირებდნენ ამ სივრცეში. თუ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეალური სუვერენიტეტის პირობებში ცხოვრება, სახელისუფლო შტოებიც თვითკმარი პოლიტიკური სივრცის პირობებში უნდა ჩამოვაყალიბოთ და არა მოწოდებული შპარგალკებით, ამასთან უეჭველად ქვეყნის და მისი მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანის გათვალისწინებით.

რას აპირებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც მეგობარმა, დათო კოღუაშვილმა სერიოზული სიურპრიზი მოუმზადა განცხადებების კასკადით, რომელშიც ნაციონალების ლიდერებს ღიად დაუჭირა მხარი. გახდება ის რეალური პოლიტიკური ლიდერი ,,ოცნების“ თუ მოვლენათა განვითარებას მშვიდად დააკვირდება და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება?

მაგრამ მთავარია როდის გაისვრის თოფი, კედელზე რომ ჰკიდია ჩეხოვის პიესასავით. მან ფაქტობრივად ერთხელ უკვე გაისროლა - ოჯახების მსოფლიო კონგრესზე დაიქუხა, ოღონდ უმისამართოდ. ვის დაუდგება მეთოფე რაინდი გვერდით - ეს დაამთავრებდა არჩევნებს გარკვეული შედეგით, რაინდი მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით დგას, გაითვალისწინეთ. თუ მას გააჩერებენ? ვინ? ესეც მნიშვნელოვანია. თუ მაინც გაისვრის – ამჯერად საბოლოოდ და მთავარ აქცენტს დასვამს ამ ჩვენებურ პოლიტიკურ მიეთ–მოეთში?“, – წერს ვაჟა ბერიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics