16:09 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 23:03:17, 559 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 მაისის სპეციალური ანონსი

21 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რუმს თბილისში“ კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ მართავს თბილისის პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“. 
საკონტატქო პირი ნათია მეფარიშვილი - 595 49 99 99

21 მაისს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესს თბილისის №133 საჯარო სკოლაში დააკვირდება.
მის.: ვარდისუბნის ქ.№8 
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 5 77 500 935

21 მაისს, 12:00 საათზე, ახალციხის რაიონს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრება. მინისტრი ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ანზორ გელდიაშვილის სახელს მიანიჭებს.

21 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

21 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანას დაათვალიერებენ. 
მის.: ელ.დეპო, გლდანი - წყალსადენის ქ.N55 
საკონტატქო პირი ლანა ქარდავა - 577 15 85 72

21 მაისს, 14:00 საათზე, კამპანიის „სამართალი ითხოვს“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. 

21 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში წერილის წერის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება.

21 მაისს, 14:30 საათზე, მცხეთაში კარიბჭის შენობასთან დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის ახალგაზრდობასთან ერთად, მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და მცხეთის მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

21 მაისს, 15:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის სახლში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით ჩატარდება აქცია-კონცერტი, რომელშიც სამგორის რაიონში მოქმედი ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. 
მის.: ვაჟა–ფშაველას I შესახვ. 1/43
საკონტაქტო პირი თამარ დარსაველიძე - 598 59 11 31

21 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

21 მაისს, 20:00 საათზე, “თბილისის ივენთ ჰოლში” ქართული ლეგენდარული ბენდის “მძიმე ჯვარი” რეიუნიონი შედგება. 
საკონტაქტო პირი ნიკა დვალიძე - 599 30 14 10 

21 მაისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება ”ღამე მუზეუმში", რომლის ფარგლებშიც გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და მრავალი სხვა აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics