2016-05-20 13:16:15, 1172 ნახვა
მსოფლიო
სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს
პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ინფორმაციით, პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარე ფლერი-მეროჟის ციხიდან სასამართლოში აბდესლამი გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს. როგორც აბდესლამის ადვოკატმა ფრანკ ბერტონმა განაცხადა, დაკითხვა სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება მიიჩნევს, რომ აბდესლამი 2015 წლის 13 ნოებრის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ცნობისთვის, თავდასხმების სერიას საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიიდან საფრანგეთში სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება აპრილის ბოლოს განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი გადაცემის ოპერაცია საიდუმლო ვითარებაში, გვიან ღამით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს ბრიუსელის გარეუბანში დააკავეს. მისი დაკავებიდან 4 დღეში ბელგიის დედაქალაქის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებების სერია განხორციელდა. ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა. აბდესლამის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდასხმების მზადების შესახებ არაფერი იცოდა. აბდესლამთან ერთად, პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანია დაკავებული. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|