11:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 10:53:13, 1108 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავის ძებნა გრძელდება

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავის ძებნა გრძელდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება საბერძნეთის საჰაერო ინციდენტის მთავარ გამომძიებელზე, ატანასიოს ბინისზე დაყრდნობით წერს, გუშინ სამძებრო სამუშაოებში მონაწილე ბერძნული თვითმფრინავის ეკიპაჟის მიერ კუნძულ კარპატოსთან ნაპოვნი ნამტვრევები და სამაშველო ჟილეტები Airbus A320-ის არ აღმოჩნდა.

“ნაპოვნი საგნების შეფასებამ აჩვენა, რომ ისინი თვითმფრინავს არ ეკუთვნოდა”, - განაცხადა ატანასიოს ბინისმა.

საბერძნეთის წარმომადგენლის ინფორმაცია დაადასტურეს ავიაკომპანია EgyptAir-შიც, სადაც განაცხადეს, რომ აღმოჩენილი ნამტვრევები მათ თვითმფრინავს არ ეკუთვნოდა.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთის, ეგვიპტის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ოპერაციაში ჩართულია ერთი ამერიკული თვითმფრინავიც.

შეგახსენებთ, რომ რეისი MS804 პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 30 ეგვიპტელი, 15 ფრანგი, ერთი ბრიტანელი და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეები. თვითმფრინავის ბორტზე იყო 3 ბავშვიც. ბოლო კავშირის დროს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე იმყოფებოდა. რადარებიდან ავიალაინერი ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics