10:45 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:59:45, 907 ნახვა

საზოგადოება
დღეს მსოფლიოში ტუბერკულოზის დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს წითელი ჯვრის და საქართველოს ტუბერკულოზის კოალიციის ორგანიზებით აქცია "გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცებლად" გაიმართა.

"აქცია მიზნად ისახავს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი განკურნებას ექვემდებარება, სამწუხაროდ ეს პრობლემა დღემდე არსებობს. ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ ცუდად არის. ამის მიზეზი პირველ რიგში არის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც ამ დაავადების მქონე პაციენტების მიმართ ახორციელებენ. ჩვენი მიზანია, რომ დავანგრიოთ ეს სტიგმა. თუ არ გვეყოლება ტუბერკულოზით დაავადებული, აღარ იქნება ტუბერკულოზი", - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორმა ნინო ოსეფაიშვილმა.

ცნობისთვის, 24 მარტი არის ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. 1882 წელს 24 მარტს ნობელის პრემიის მფლობელმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, 24 მარტს იმართება სხვადასხვა სახის აქციები.

პარალელურ რეჟიმში ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში ამ დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. იმართება მსვლელობა სლოგანით "ტუბერკულოზს არ აქვს საზღვრები- გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად".




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics