www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.  

 

" />
19:43 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 13:50:50, 811 ნახვა

საზოგადოება
გიორგი შენგელაია: „რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა“

ჯანდაცვის სამინისტრომ და „გლობალ ალიანსმა“ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, სახელწოდებით „რა გაწუხებთ?“. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მოქალაქეების გამოკითხვას და, შესაბამისად, მათი საჭიროებებისა და პრობლემების წამოწევას. კითხვარის შევსება ვებგვრდზე  www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.  

აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურება რეჟისორი გიორგი შენგელაია და თვლის, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს უკეთ დაალაგოს საკუთარი პოლიტიკა:

„რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სამინისტროს გადახედოს თავის პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი რამ სხვაგვარად და უკეთესად დაგეგმოს და განახორციელოს“, - მიიჩნევს გიორგი შენგელაია.

გარდა ამ პროგრამისა, რეჟისორმა შეაფასა ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. მას მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს დიდი წარმატებაა:

„მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში ნამდვილად დიდი მიღწევებია. განსაკუთრებით იმ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამ ფონზე, რაც გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ, არის დიდი წარმატება. ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას“, - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პრობლემები ჯანდაცვის სფეროში პერიოდულად ჩნდება, ხოლო მთავარია, რომ დაფინანსება არსებობდეს: 

,,ძალიან რთული სასაუბროა პრობლემებზე, ზოგადად, რადგან ისინი პერიოდულად ჩნდება. ხან სადღაც რიგებია, სადღაც სხვა პრობლემაა. მთავარია, იყოს დაფინანსება, ხოლო რიგებს ვერაფერს ვუზამთ. ზოგადად, ჯანდაცვის დონეზე რომ იყოს სხვა დარგები განვითარებული ჩვენ ქვეყანაში, იქნებოდა ძალიან კარგი. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი სერგეენკოსი“, - ამბობს გიორგი შენგელაია.

 

ავტორი: მაია დოხნაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ევროსაბჭოს მდივანი - კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია
„არ შევთანხმებულვართ“ - ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics