2024-05-09 23:20:16, 249 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ - ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. "ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე ვიტყოდი, ზოგადი კითხვის პასუხად, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. დრო ჯერ კიდევ არის, რომ კოლაბორაციულად ვიმუშაოთ საქართველოსთან, თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობას სჭირდება, რომ კურსი შეცვალოს." -განაცხადა მილერმა. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ჟურნალისტების და საზოგადოებრივი აქტივისტების გაშავების კამპანია. თბილისის ქუჩებში მათი ღირსებაშემლახავი პლაკატები გამოჩნდა. პარარელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორთა დაკავებების სერია დაიწყო. ავტორი: ექსპრესნიუსი, დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის საჯარო სკოლაში, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დაესწრო
ზურაბიშვილი - ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
დავითაშვილი - პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად
დავით ქაცარავამ სამედიცინო კლინიკა დატოვა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|