15:10 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 21:23:27, 318 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს

ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის წინააღმდეგ, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებსა და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან.

“ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის წინააღმდეგ. ოპონენტების ცემასა და დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებსა და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო არ აქვს ამ მეთოდებს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება. 

ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვამხნევებდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიწერდნენ. ქართველი ერი არ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს, ის არ დანებდება და მივა ბოლომდე - ევროპულ გზამდე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის საჯარო სკოლაში, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დაესწრო
ზურაბიშვილი - ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
დავითაშვილი - პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად
დავით ქაცარავამ სამედიცინო კლინიკა დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics