09:23 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 11:49:01, 330 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში - პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი დაანებონ

საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა, რომ უწყებამ ყველა ფაქტზე გამოძიება "მყისიერად დაიწყო".

"გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, სამწუხაროდ. გამოძიება დაწყებულია. რაც შეეხება დაკავებულებს, ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, დავაკავეთ. ვაგრძელებთ გამოძიებას. კადრებსა და ინფორმაციას ვამუშავებთ. თუ კიდევ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მოხდება სხვა პირების დაკავებაც... არავის არ მოსწონს ძალადობა - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეზე, არც ჟურნალისტებზე",- თქვა გომელაურმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics