2024-05-08 13:14:33, 364 ნახვა
პოლიტიკა
ეძგვერაძე - რუსულმა რეჟიმმა აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, „ტიტუშკები“ მიაგზავნა - ვერ შემაშინებთ
რუსულმა რეჟიმმა, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მიაგზავნა „ტიტუშკები“, ზონდერები და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. ეძგვერაძე ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირებასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. „ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - რა ენით აღუწერელ სისასტიკეს სჩადის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად; როგორ ხვდებიან ადამიანებს, როგორ არბევენ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით; როგორ უსწორდებიან უბრალო მოქალაქეებს, მასწავლებლებს, პოლიტიკურ ლიდერებს; როგორ სასტიკად გაუსწორდნენ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილს. რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირა დღეს, აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, 11 და 13 წლის, მიუგზავნეს „ტიტუშკები“, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა მოითმინოს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მიზანმიმართული იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება. მე მივმართავ მათ, რომ შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ამ პიროვნებების ვინაობა და აგებინონ მათ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების დაშინების მცდელობა, ქართველი ერის დაშინების მცდელობა, მაგრამ იცოდეთ, რომ პირადად მე, ერთი ადამიანი ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდება რუსეთი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები, იქცეოდნენ გაუგონრად, სკანდირებდნენ „გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს", შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეზობელს, რომელმაც კარი გაუღო და გაუგონარ, ამაზრზენ ქმედებებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ უნდოდათ დაპირისპირებაში შესულიყო ვინმე ამ ადამიანებთან",- აცხადებს ეძგვერაძე. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|