2024-05-07 19:37:26, 298 ნახვა
საზოგადოება
„არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ!“ - თელავში აქცია მიმდინარეობს
"არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ!" - თელავში "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
ერეკლე მეფის ძეგლთან შეკრებილები არიან ადგილობრივი მცხოვრებები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების აღნიშნავენ, რომ მათ ქალაქში ევროკავშირის დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდა და აუცილებელია, რომ მათი დაფინანსებით პროექტები კვლავ გაგრძელდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,