2024-05-07 11:56:25, 328 ნახვა
საზოგადოება
სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის, მესამე ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ავტომობილი, რომელშიც 3 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მესტიის მუნიიპალიტეტში, მდინარე ნაკრაში 2 მაისს გადავარდა.
5 მაისს, მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,