14:08 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 10:33:02, 309 ნახვა

პოლიტიკა
Anonymous კობახიძეს - თუ მთავრობა გააგრძელებს მომიტინგეებზე თავდასხმებს, სამათვრობო ვებგვერდებზე ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ

თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ, - ამის შესახებ ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი სოციალურ ქსელში წერს.

Anonymous-ის განცხადებით, „ქართველ ხალხს გვერდით უდგანან ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“.

„ამ პერიოდის განმავლობაში, Anonymous-მა კიბერშეტევები განახორციელა საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე. ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომელიც პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. კრემლის მარიონეტულმა მთავრობამ საქართველოში გაატარა რუსული „უცხო აგენტების“ კანონები, რომელიც მიზნად ისახავს, გააჩუმოს განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი მედიის, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორგანიზაციების სამიზნე. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვართ მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს თავისუფალი საქართველო რუსული გავლენისგან, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო გვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განვახორციელებთ“, - წერია Anonymous-ის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
ბრაჟე - ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
სენაკში მკვლელობა მოხდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics