2024-05-02 14:10:39, 234 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ დაშრობის საფრთხის წინაშე მყოფი კუმისის ტბის წყლით მომარაგების სამუშაოები დაასრულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. აღსანიშნავია, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. „კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკოსისტემას საკვებად და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილად იყენებენ. ამ მხრივ კუმისის ტბა უნიკალური ადგილია. საქართველოს მელიორაციის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში კუმისის ტბის წყლით შევსებით ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება განხორციელდა. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლობა იქნება დაშრობის საფრთხის წინაშე არსებული ტბების შევსება და მათი გადარჩენა, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სოფელ ახალ კუმისში, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბუნებრივი ჩამონადენი წყლის გაწმენდილ არხებში თავმოყრა და მთლიანად კუმისის ტბის მიმართულებით გაშვება. სამუშაოების ფარგლებში 2 მიმართულებით გაიჭრა და გაიწმინდა 2 კილომეტრამდე არხი; რის შედეგადაც დაჭაობებული ადგილებიდან წყალი ჯერ კოლექტორებში, ხოლო შემდეგ ტბაში ჩაედინება. ჩატარებულმა სამუშაოებმა კუმისის ტბაში დამატებით 2.5 მლნ მ3 წყლის შედინება უზრუნველყო, რამაც წყლის საერთო მოცულობა 7 მლნ მ3 -მდე გაზარდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|