09:11 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 13:01:48, 314 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი ვერ ბედავს შენობის გახსნას - აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი

შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი, მოღალატე დეპუტაციით, ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას - აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებას.

როგორც ბოკუჩავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეშინია.

"ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე, როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი პარლამენტის შენობიდან, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს, 2 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასახლეში არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული პირებისა, არ დაიშვება. 14:00 საათის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ყვითელი დონე იმოქმედებს, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics