09:44 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 09:25:44, 324 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას

აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.

როგორც მილერი აღნიშნავს, "ამ კანონმდებლობამ და "ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა". 

"მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია, კრიტიკული ხმის გაჩუმება და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემსახურება მთავრობის კრიტიკულ შემოწმებას. ეს კანონი და "ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

განცხადებები არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინათ ეკონომიკა, დემოკრატია და რუსეთის აგრესიისგან დაცვის უნარი. ეს ფუნდამენტურად ხაზს უსვამს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩამოვაყილებთ მთავრობასთან და ქართველ ხალხთან”,- აღნიშნულია მილერის განცხადებაში.

გარდა ამისა, მან თანადგომა გამოუცხადა ქართველ ხალხს და ძალის გამოყენება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ დაგმო. 

"ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხის და მათი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებენ აქციას. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუშვას არაძალადობრივი აქციის გაგრძელება, რომ აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის კაცი დააკავეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics