2024-05-01 12:11:56, 253 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
თენგიზ ნასარიძე ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილეს, იოჰანეს ფანკჰაუზერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, აგროტურიზმის და მარცვლეულის წარმოების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ავსტრიის გამოცდილება აგროტურიზმის და ბიომეურნეობის მიმართულებებით, უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხში“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის სამინისტროს, ავსტრიის სასოფლო-სამეურნეო პალატის და ავსტრიის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო, ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სექტორში არაერთ პროგრამას ახორციელებს. ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილის იოჰანეს ფანკჰაუზერის განცხადებით, ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. „სოფლის მეურნეობაში ჩვენთვის მთავარი ხარისხია. ავსტრიის სოფლის მეურნეობის 27% ბიომეურნეობებს უკავია. ჩვენთვის პრიორიტეტია ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის განვითარება, რაც შემოსავლების ზრდის წყაროა. მცირემიწიანი ქვეყნების სოფლის მეურნეობა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამიტომაც საქართველომ ამ ნიშის დაკავებაზე უნდა იმუშაოს“, -აღნიშნა იოჰანეს ფანკჰაუზერმა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში
მელია - „ოცნების“ ტელევიზიები ავრცელებენ ტყუილს, რომ გვარამია და მე ვხვდებით კეზერაშვილს - მასთან არავითარ შეხვედრას არ ვგეგმავ
„ოცნება“ - ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|