18:33 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 10:15:37, 259 ნახვა

საზოგადოება
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ.

„ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ღვინის დეგუსტაცია,  მასტერ-კლასები და პრეზენტაციები, რაც მოწვეულ სტუმრებს ინფორმირებულს ხდის ქართული ღვინის, მისი ისტორიის, კულტურისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

ქართული ღვინის დეგუსტაციას, სადაც  წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 18 კომპანიის 150 დასახელების ღვინო, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-მდე ადამიანი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება
ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
კალაძე - თუკი, დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, „გამჭვირვალობის კანონის“ აუცილებლობაც აღარ იქნება
როსვალი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics