16:23 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 09:40:38, 347 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

დღეს, 1-ელ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შენობაში, თითო მაუწყებლიდან, ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1-ელ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა
მერია - სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მდინარაძე - პარტნიორობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე - გაუმჭვირვალობაზე უარის მოთხოვნა მიუღებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics