2024-05-01 04:35:07, 344 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრმმა და სპეცტექნიკამ, რუსთაველის გამზირი დატოვა, გამზირს დემონსტრანტები უბრუნდებიან
სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეები რჩებიან, რომლებიც არაერთხელ დაშლის მიუხედავად, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ასევე, გავიდნენ წყლის ჭავლის მანქანები და სხვა საპოლიციო სპეც-ტექნიკა. რუსთაველის გამზირს ტოვებენ სასწრაფო დახმარების მანქანებიც. მათ გასვლას, მადლობის ნიშნად ტაში მოჰყვა.
პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტები ბრუნდებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,