2024-04-30 23:45:22, 335 ნახვა
საზოგადოება
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება "კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას იწყებს". "მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს. გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|