22:58 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 15:49:42, 306 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი ოპოზიციას - საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც ქვეყნის ამოტრიალება უნდა

საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება - ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა „ყველა ის უბედური მახე", რომელიც ოპოზიციამ და მისმა „პატრონებმა" საქართველოს „დაუგეს".

„საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება,  ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა  ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს, არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული „არასამთავრობოთა" გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნით დივერსანტებისა და პარანოიკებისა, რომელთაც რევოლუციები უნდა გამოეწვიათ აქ. უკრაინასთან ერთად საშინელება უნდა დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია"? ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული და წამქეზებლებით დამთავრებული. საქართველომ და ქართველ ხალხმა, ეს ისტორიულად იცის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ქადაგიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
ჯაფარიძე - კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს - მეც დამირეკეს
ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს ჩემი პროცესია დანიშნული
ირაკლი ჩიქოვანი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics