23:05 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 14:16:23, 222 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

„2 მაისი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა  -18:15 საათზე.

3 მაისი: ნატახტარი - მესტია,  გაფრენა - 16:30  საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური,  გაფრენა - 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.

8 მაისი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 16:15 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
ჯაფარიძე - კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს - მეც დამირეკეს
ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს ჩემი პროცესია დანიშნული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics