2024-04-29 22:14:52, 315 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ ვემსახურებით არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს
რასაკვირველია ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას,- ამის შესახებ პარლამენტთან გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, „დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად". „დღეს ეს ძალები ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას. მათ სურთ, დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ და დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა. სწორედ ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური ფასეულობებია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“. „დღეს, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა - ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს, კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ზარებზე განცხადებას ავრცელებს
ეროვნული პლატფორმა - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ ვწყვეტთ
როთი პაპუაშვილზე - მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|