04:32 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 12:55:29, 340 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჩარკვიანი, თურაზაშვილი და წითლიძეც გააძევეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა.

მანამდე ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიასა და სალომე სამადაშვილსაც დაატოვებინა.

სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics