2024-04-29 11:09:30, 346 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტი კორძაიასა და სამადაშვილსაც დაატოვებინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და სალომე სამადაშვილი გააძევა. მანამდე ოხანაშვილმა სხდომა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წრმომადგენელს, ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა. სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|