2024-04-28 23:08:49, 305 ნახვა
საზოგადოება
შსს - მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა არ დააზიანონ
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|