2015-10-01 17:45:51, 897 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო თავდასხმისგან ექიმების დაცვის მიზნით შსს–თან თანამშრომლობს
ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე საზოგადოების თავდასხმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. „ის დამოკიდებულება, რაც საბედნიეროდ საზოგადოების მცირე ნაწილში არის ექიმების და განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ადამიანები, რომლებიც მიიჩქარიან, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი. ჩვენ შარშან ამის შესახებ საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, როდესაც ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენ შსს–სთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ ეფექტურ მოდელს მალე დავასრულებთ, რომელიც ჩემს კოლეგებს ასეთი აბსოლუტურად მიუღებელი, ასოციალური საქციელისგან დაიცავს“, – აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, ბოლო დროს სასწრაფო– სამედიცინო დახმარების ექიმებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა.
ზურაბიშვილი -რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას
ინდიგოს ჟურნალისტს პოლიციის მანქანაში კამერის დამტვრევით დაემუქრნენ
ოლიკო ცისკარიშვილის ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
მოძრაობა „დაასრულე“ - მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის კლანს ერთგულებაში ეჭვი ეპარება და ირაკლი კობახიძის კლანით ანაცვლებს
![]() ტრამპის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკას კრახით ემუქრება - რა სურს პოპულისტ პოლიტიკოსს
ომი უკრაინაში![]() გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - ბავშვების ყველაზე დიდი ხოცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ
![]() პოდოლიაკი - საომარი მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში, ზელენსკიმ კენჭი მეორედ უნდა იყაროს
ვიდეო/LIVE სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე
|