2024-05-03 16:15:10, 327 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - ეს კანონი მოფიქრებულია „ქართული ოცნების“ პატრონების მიერ მოსკოვში
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან". "ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე. ახლახან "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის: ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი", - წერს კინზინგერი X-ზე. ავტორი: ექსპრესნიუსი, შოლცი და მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის
პერსონალურ მონაცემთა სამსახური - უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღეთ 70-მდე განცხადება, მათგან 10-მდე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|