14:07 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 16:05:53, 379 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პრემიერის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით, არ არის სწორი დამოკიდებულება

არავისთან ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები,  ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, „ხომ არ გადაიხედება საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ, რომელიც პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტის გაუქმებას მოჰყვა".  

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება  ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა „ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი". 

„მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და საიმედო მეგობარი ქვეყანა. ეს არის  ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, იგივე გვინდა მეორე მხარისგანაც დავინახოთ და ვიგრძნოთ. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის დისკრედიტაციას  და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები,  რა განცხადებებსაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, რადგან ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაცა დამალო. როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ გიკრძალავენ ამას, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ხალხი სულელი არაა, ყველაფერს ხვდება, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. როდესაც აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, რომ  გვითხარით, რა გვაქვს პრობლემური და არ არის არგუმენტი, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს, მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება  იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. შეამცირე პოლარიზაციაო, გვეუბნებიან ერთი მხრივ და მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას ეს ფონდები, რაც არ არის სწორი და ლამაზი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის გაძლიერება და გარე გავლენის შემცირება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“,- განაცხადა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
ბრაჟე - ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
სენაკში მკვლელობა მოხდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics