2024-05-03 13:20:32, 367 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება
ევროპარლამენტის დეპუტატები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ "სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება". "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" [რუსულ კანონს] აპროტესტებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი დამტკიცდება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე. ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, რომ რუსეთის ორბიტის ნაწილნი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზისადმი", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, შოლცი და მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის
პერსონალურ მონაცემთა სამსახური - უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღეთ 70-მდე განცხადება, მათგან 10-მდე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|