2024-05-02 10:06:50, 368 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სამხრეთ ჩინეთში გზის ჩამონგრევას, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, გუანდუნგის პროვინციაში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გზის მონაკვეთის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ოთხშაბათს, დაახლოებით, 02:10 საათზე მოხდა, ჩამონგრეული გზის მონაკვეთი 17,9 მეტრი სიგრძისა იყო და 23 მანქანა ჩავარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,