11:07 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 16:21:50, 275 ნახვა

ეკონომიკა
ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ეწვია

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს მეუღლესთან ერთად ესტუმრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დახვდა.

"ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-მდე ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრივში აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ალექსანდრ უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გამოსავალს აჩვენებს
შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იძლევა კანონის განხილვის შესაძლებლობას
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics