2024-04-27 16:09:34, 320 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - 2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს, ეს არის შესაძლებლობა და დიდი პასუხისმგებლობა
2024 შეიძლება და უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი, ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად ნება და გამბედაობა გამოიჩინონ. „რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე უკეთესია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის
პერსონალურ მონაცემთა სამსახური - უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღეთ 70-მდე განცხადება, მათგან 10-მდე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|