2024-04-19 14:16:55, 295 ნახვა
რეგიონი
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ. „სოფელ გეგელიძეებში, აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით, ასევე კეთილმოეწყობა გარე ფასადი ფერადი თუნუქის საიდინგის ფურცლებით და დამათბუნებელი ფილებით. სამშენებლო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 133 157 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|