2024-04-12 20:12:32, 381 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან
13 აპრილს, 13.00 საათზე, ამბროლაურში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. მისამართი: თამარ მეფის ქუჩა, 1; ამბროლაურის კულტურის ცენტრი ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), სენაკში მკვლელობა მოხდა
როთი - საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად
„მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა“ - ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|