2024-03-16 18:15:21, 569 ნახვა
სამხედრო
საქართველოში კიბერსწავლების Cyber Coalition დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა
საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition 2024“ საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. "Cyber Coalition" ნატოს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. "საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში ბოლო 5 წელია აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისათვის და ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|