2024-03-15 16:16:17, 431 ნახვა
სამხედრო
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. "ღონისძიების დაწყებამდე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა. თბილისის 35-ე და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო ბაზას ეწვივნენ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|