2024-03-12 10:29:32, 590 ნახვა
სპეციალური ანონსი
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთს ეწვევა
12-13 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან გამართავს. "შეხვედრა გაიმართება ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, სენაკში მკვლელობა მოხდა
როთი - საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად
„მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა“ - ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|