2024-03-04 17:42:41, 624 ნახვა
სპეციალური ანონსი
საქართველოს ხვალ ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ხვალ, 5 მარტს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. "ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 5 მარტს გაიმართება. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება. თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, პერსონალურ მონაცემთა სამსახური - უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღეთ 70-მდე განცხადება, მათგან 10-მდე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
ბრაჟე - ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|