13:46 - 19 May, 2024
2024-01-16 11:43:33, 856 ნახვა
სპეციალური ანონსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. "ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი -ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|