2023-12-26 22:52:12, 1202 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის კოდექსზე - ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია
„თავდაცვის კოდექსი“ არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა, რაც ახალი თავდაცვის კოდექსით მიიღწევა. „არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია. ჩვენი პირობებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე გავიწვიოთ, რაც საბოლოო ჯამში იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იძლევა კანონის განხილვის შესაძლებლობას
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
|
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|