2023-12-07 10:34:13, 3209 ნახვა
Lifestyle
ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა. რეიტინგში მან აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელდა. ჯილდო ხშირად ხვდება სახელმწიფოს ან ინდუსტრიის ტიტანებს, აღნიშნა Time-ის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა. მაგრამ სვიფტმა, მისი თქმით, იპოვა გზა, რომ გადალახოს საზღვრები და გახდეს სინათლის წყარო. "ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მწერალიც არის და საკუთარი ისტორიის გმირიც", - თქვა ჯეიკობსმა. ფინალისტთა საბოლოო სიაში სვიფტმა აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა, რომელიც უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ქალი არტისტისთვის. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|