2023-11-09 09:15:07, 1154 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინი ყაზახ კოლეგასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ასოციაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებს, გარდა ამისა, პრეზიდენტები მოსაზრებებს გაცვლიან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. მისივე თქმით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მედიასთან კომენტარს გააკეთებენ და დისტანციურად ჩაერთვებიან რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|