2023-04-28 23:29:19, 1213 ნახვა
High - Tech
კულება - კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად
კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ის იქნება, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებას გამოიწვევს, ამ დასკვნის გაკეთება კი ბოლოს იქნება შესაძლებელი, და არა ბრძოლის დასაწყისში. "კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად. გადამწყვეტი ბრძოლა ისაა, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს. ამ დასკვნის გაკეთება ბოლოს იქნება შესაძლებელი, და არა ბრძოლის დასაწყისში... თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა - იქნება ერთი, თუ საჭიროა ორი ან მეტი - ასეც იქნება. ეს არაა ის კონფლიქტი, რომლის გაყინვაც შესაძლებელი იქნება", - განაცხადა კულებამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|