2023-04-06 00:30:04, 1374 ნახვა
კომენტარი
კობახიძე სახდეპზე - ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში
ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებში ჩარევა მოხდეს. "ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ. ეს ხო არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ხო, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ. ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატო უმალავენ, კაი ენჯეოების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატო არ ამბობ თუ მტკიცებულება გაქვს, აქ სად არის ლოგიკა. რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში. ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად," - ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის
პერსონალურ მონაცემთა სამსახური - უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღეთ 70-მდე განცხადება, მათგან 10-მდე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|