2023-04-05 22:26:01, 1967 ნახვა
კომენტარი
გახარია მოსამართლეების დასანქცირებაზე - ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს
ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება, სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. "აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ნათელი სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს", - წერს გახარია. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|