2023-04-05 22:31:00, 2058 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის სიგნალი, რომ დასავლეთში „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა ამოიწურა
აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო პარტნიორები. "აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|