12:47 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 15:49:38, 3138 ნახვა

კულტურა
იუნესკო - მსოფლიო მემკვიდრეობა საფრთხეშია უკრაინაში ომის გამო

იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება.

გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა. ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ვითარებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ.

უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში მკვლელობა მოხდა
როთი - საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად
„მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა“ - ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics