07:46 - 19 May, 2024
2024-04-24 16:16:42, 437 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. "დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|